ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, -ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გეგეშიძე გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ ბინაში გუშინ იპოვეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იკავებდა.
2016 წელს ირაკლი გეგეშიძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა და მომხდარის გამო თანადებობაც დატოვა.