ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეორეც დაკავებულია: არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი პოლიციაშია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 2 მოსწავლის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთის მკვლელობაში ბრალდებული მიმალული არასრულწლოვანი პოლიციამ განყოფილებაში მიიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, ბრალდებული თავად ჩაბარდა თუ არა საგამოძიებო უწყებას.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას 2 არასრულწლოვანი შეეწირა. ერთ-ერთის მკვლელობაში ბრალდებული 2001 წელს დაბადებული პირი ორი დღის წინ დააკავეს, დღეს კი კიდევ 3 პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....