პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება, თავს ეკლესიას აფარებს, “კურიერთან” პასუხობს. მისი განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: “ვერ გეტყვით, არ მგონია,” – ამბობს მეუფე შიო.
მეუფე შიომ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას პატრიარქი ძალიან განიცდის:
„ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენგანისთვის ეს არის ტრაგედია. საზარელი სისასტიკე, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები,“ – განაცხადა მეუფე შიომ.
წყარო: “რუსთავი 2”