გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.
6–8 დეკემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, მთაში-თოვლი, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4–5 ბალიანი შტორმი.