მიხეილ სააკაშვილმა უკრაიანაში ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს განუცხადა, რომ პოროშენკომ და ივანიშვილმა ყალბი ბრალდებებით მისთვის განაჩენის გამოტანა გადაწყვიტეს.
“ახლა შემხვდა კაცი, რომელსაც ახსოვს ჩემი პირველი გამოსვლა მიტინგზე 1989 წელს, შემთხვევით შემხვდა. იტალიაში ახლა არქიტექტორი ყოფილა და მახსოვხარ, რა თქვი ისიც მახსოვსო. მე არ მახსოვს, მაგრამ ამ კაცს ახსოვს და თქვა, რამხელა გზა გაიარე ნახე, მაშინ მიტინგზე იყავი და პრეზიდენტი გახდიო, მაგრამ ახლა ისევ მიტინგზე ვდგავარ თქო. ასე, რომ ფორმაში ვარ, როგორც 1989 წელს. სინამდვილეში ძალიან ბევრი ხალხია და ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. უკრაინაში ჯინს რომ გამოუშვებ ბოთლიდან, მერე ვეღარ შედის.
ახლა მოილაპარაკეს ივანიშვილმა და პოროშენკომ, საქართველოში შემდეგ კვირაში დაჩქარდეს ჩემთვის ყალბი ბრალდებებით განაჩენის გამოტანა. კოსტიუმები ვერ გამოუვიდათ…
მთელი მსოფლიო დაგვცინებს იმისთვის, რო ესე მოამზადო ჩემი დაკავების საფუძველი და შემდეგ მითხრათ, ან წადი ჰოლანდიაში, პოლონეთში ან წადი საქრთველოში. მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი, მე ჩამოვალ საქართველოში. თამაშობთ ამ თამაშებს?! ცუდად დაამთავრებთ. ჩამოვალ საქართველოში. არ წავალ ჰოლანდიაში, არ წავალ ევროპაში, როგორც მათ სურთ. ეს არის მათი ერთობლივი თამაში.
რადგან ასე მიყენებთ საკითხს და ოლიგარქები შეთანხმდით, რადგან საქართველოში გამოგაქვთ განაჩენი და ახლა ამ განაჩენის საფძველზე ჩემი შანტაჟი უნდათ, ჩამოვალ საქრთველოში. მოემზადონ ჩვენი მომხრეები საქართველოში რომ ჩამოვალ, როდესაც ისინი ამ გადაწვეტილებას მიიღებენ და მოემზადოს ბანდა, კრიმინალი ივანიშვილის მეთაურობით. მე დავბრუნდები და მათ მოვუვლი. ამიტომ, შეუძლიათ ამისთვისაც მზად იყვნენ, როდესაც ამ თამაშებში შედიან პოროშეკოსთან და სხვა ადგილობრივ ოლიგარქებთან”,- განაცხადა სააკაშვილმა.