51-ე საჯარო სკოლასთან აქცია ამ დრომდეც მიმდინარეობს.
მოქალაქეები მოკლული მოზარდების ხსოვნას პატივს მიაგებენ. სკოლასთან აქციის მონაწილეები ყვავილებით და სანთლებით მივიდნენ.
მდუმარე აქცია “ნუ მომაკლავ!” კი, ხვალ სოციალურ ქსელში დაანონსდა. აქცია ისევ 51-ე სკოლასთან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.
16 წლის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა. დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.