ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში სკოლას და ორ სახლს ცეცხლი უკიდია.
პირველადი მონაცემებით, სკოლას და ორ საცხოვრებელ სახლს, ცეცხლი საქონლის სადგომიდან გადაედო. უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზებიც.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.