მთავარი პროკურატურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის მშობელი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირია. მთავარი საგამოძიებო უწყება ამ ინფორმაციას უარყოფს.
“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გამოვეხმაუროთ, სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას. არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. ამ სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს.
ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზ,ე დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ამ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გარდაცვლილი მოსწავლეების განზრახ მკვლელობისთვის ორიარასრულწლოვანი სისხლისსამართლის პასუხიმგებლობაში მისცა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.
16 წლის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს დღეს გაიმართება.