ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”ახალგაზრდული დანაშაული ყველგან ხდება” – არის პრობლემაზე თვალის დახუჭვა და კონკრეტული ტრაგედიის შემთხვევითობით ახსნა

”ახალგაზრდული დანაშაული ყველგან ხდება”-არის პრობლემაზე თვალის დახუჭვა და კონკრეტული ტრაგედიის შემთხვევითობით ახსნა.

არა და, ეს ასე არ არის!”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დეგრადირებული განათლების სისტემა, კრიმინალებისადმი ტოლერანტები ხელისუფლებაში, ბნელი ქადაქებები და ძალადობის კულტივირება ეკრანებიდან( რომელსაც ”დებატები” ჰქვია), ძალადობა არჩევნებზე და საოჯახო ძალადობის( ქალებზე) ”ტრადიციებით”გამართლება( ”ცოლმა ქმარს ფეხები უნდა დაბანოს”), უმცირესობების დისკრიმინაცია(თურმე ”ჩოხა შეუბილწავთ”, ქვევრისა არ იყოს) და მსგავსი მრავალი სხვა, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ ატმოსფეროს, კულტურულ კლიმატს, არის მთავარი დამნაშავე მოსწავლეების დანებით ომში”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

16 წლის მოზარდს სავარაუდოდ ბრალს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე საათში წარუდგენენ.

იტვირთბა....