ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

51-ე სკოლაში დირექტორი და მასწავლებლები არიან შეკრებილები

51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები. ისინი მედიასთან არ აკონკრეტებენ, რატომ მივიდნენ დღეს სკოლაში.

როგორც 51-ე სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხადა, მას დაურეკეს და სკოლაში მისვლა სთხოვეს.

”ამ ბავშვებს მე არ ვასწავლიდი, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ დირექტორს უნდა შევხვედროდი”,- განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....