განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ, ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი:
„გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
მათთან დასაკავშირებლად ფუნქციონირებს სამინისტროს ნომერი 2 200220 (შიდა 30-25) და ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის, ამუშავდა 24 საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი 577994181“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.