ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაჭრილ მოსწავლეს გადარჩენისთვის I დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

ემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის განცხადებით, ისინი უკვე დაუკავშირდნენ დონორებს და სრული მზადყოფნაა სისხლის მისაღებად.

”გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 39 03 13, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 ”წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” პირველი სართული. ”ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი”, – ნათქვამია სისხლის ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მოზარდის მკურნალი ექიმის, დავით ლოლაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....