ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგელაშვილი მოსწავლეების დაჭრის ფაქტს ეხმაურება და დაღუპული არასრულწლოვანის ოჯახს უსამძიმრებს.

“დღეს რეალობა ჩვენს ირგვლივ ტრაგიკულია. ვუსამძიმრებ დაღუპული მოსწავლის ოჯახს და გამოვთქვამ იმედს, რომ არასდროს ამ რეალობის წინაშე, ჩვენი შვილების დაკარგვის წინაშე, ჩვენ არ დავდგებით, ან როდესაც დავდგებით, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ორგანიზებულები, ვიქნებით მზად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდეს” – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენეთ, რომ შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....