ქირურგის დავით ლოლაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაჭრილ მოსწავლეს სისხლდენა არ უჩერდება, ამიტომ მისი მდგომარეობა უმძიმესია:
“პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური დინამიკით. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება, ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია: ბარძაყის მიდამოს ოპერაცია, მუცლის ღრუსა და გულმლმკერდის არეში. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა უდიდესი დანაკარგი სისხლის ანუ მოცულობის ძირითადი ნაწილი იყო დაკარგული. მიმდინარეობს შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით სისხლის მუდმივი გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება, არის არასტაბილური ჰემოდინამიკით უმძიმესი მდგომარეობა”, – აცხადებს ზოგადი ქირურგი დავით ლოლაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.