ახალი ამბები მთავარი სამართალი

51-ე სკოლასთან დაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლე გარდაიცვალა

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, -ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და მათ შორის რამდენიმე მედიასაშულება ავრცელებს.

51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ორი არასრულწლოვანი მძიმედ დაიჭრა.

შსს ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

“მეტრონომი” ცდილობს იმ კლინიკებს დაუკავშირდეს, სადაც დაჭრილი მოსწავლეები გადაიყვანეს და ინფორმაციის მიღებისთანავე უახლეს ცნობებს შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....