პარლამენტის მიერ ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას, აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ცვლილებები განსახორციელებელია.
მისი თქმით ნარკომომხმარებლის ციხეში მოთავსება გამოსავალი არ არის.
“ფაქტი, რომ ნარკოპოლიტიკიასთან დაკავშრებით მიმდინარეობს ძალიან აქტიური დისკუსია პარლამენტში და აქტიურია საზოგაოდების ნაწილიც, მიუთითებს იმაზე, რომ არის ნამდვილად განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები, რეალობასთან უფრო შესაბამისობაშია მოსაყვანი. ვფიქრობ, ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, მნიშვნელოვანია. მას აქვს უკვე მოქმედების ძალა. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ.
მართალია არ ვიცნობ ამ საკითხს ძალიან ღრმად, თუმცა ჩემი პოზიციაა, გამოსავალი არ არის მომხმარებლის იზოლაცია, ციხეში მოთავსება, ნარკოპოლიტიკის ამოსავალი არ უნდა იყოს ეს. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა მუშაობდეს ამ ადამიანების დახმარებაზე და არა იზოლირებაზე. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით მე მოვუსმენ ყველა იმ ჯგუფს, რომელიც მუშაობს ნარკოპოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ ამ ჭრილში ჩემთვის ამოსავალი იქნება ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვა, თუმცა რა თქმა უნდა მეორეს მხრივ უნდა ვიმუშაოთ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე, უნდა წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუმცა, მეორეს მხრივ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა რამდენად ეფექტურია და შედეგის მომტანი, ეს შეკითხვები აუცილებლად უნდა დაისვას და ხომ არ უნდა ვიფიქროთ სხვა ტიპის მიდგომებზე. მე მგონი დღეს ჩვენი ქვეყანა ნამდვილად დგას ამ კითხვების წინაშე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.