ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კანონმდებელი ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვტილება კოდექსში ასახოს”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ეკა ბესელიას თქმით, მათი მიდგომა არის ჰქონდეთ ადამიანის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ არის მარტივი და ჩვენ ამავე დროს პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით იმ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებული აქვს ჯანდაცვის კომიტეტს და ასევე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებს, რომელშიც, ასევე იყო გათვალისიწინებული ამ მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ანუ 273–ე მუხლით გათვალისწინებულია მომხმარებელთა პასუხისმგებლობის გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეეხება მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარებას, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და საბოლოოა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, ეს გადაწყვტილება ასახოს კოდექსში. ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა. რაც შეეხება მოლოდინს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდა მომხმარებელთა რაოდენობს. ზოგადად, ასეთი პარაქტიკაა, თუმაცა ასევე უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ. იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

იტვირთბა....