ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედთან ახლოს, საშუალო ასაკის მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინაარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.