ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გირჩი” დახმარებას ითხოვს: პირველი “კრიპტოპარტია” საქართველოში

“ალბათ 99 თაბი გაქვთ გახსნილი ამ წუთას თქვენს ბრაუზერში. ერთ-ერთ თაბად გახსენით www.girchi.ge -ც და გვათხოვეთ თქვენი კომპიუტერის სიმძლავრის მცირე ნაწილი დაფინანსებისთვის. შემოუერთდი გირჩის დამფინანსებლებს 1 კლიკით და დატროლე აუდიტის სამსახური!” – ამის შესახებ პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია.

როგორც ვიდეომიმართვაში პოლიტიკური ორგანიზაციის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჰერმან საბო აღნიშნავს, მას, ვისაც უნდა, რომ “გირჩის” ერთ-ერთი დამფინანსებელი გახდეს და ამისთვის შემოწირულობისთვის გადასარიცხი ფული არ აქვს, თუმცა უნდა, რომ “გირჩის” არსებობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, შეუძლია პარტიას თავისი კომპიუტერის სიმძლავრე “ათხოვოს”.

“თუ გინდათ, რომ გახდეთ “გირჩის” დამფინანსებელი, გახსენით მისი ვებ-გვერდი და გქონდეთ ერთ-ერთ გვერდად გახსნილი, მანამ სანამ თქვენ და ჩვენ არ ვიცხოვრებთ იმ საქართველოში, რომელშიც გვინდა რომ ვიცხოვროთ.

რა ხდება, როცა თქვენ ჩვენი ბრაუზერი გაქვთ გახსნილი. ამ დროს თქვენ გვათხოვებთ თქვენი კომპიუტერის სიჩქარეს, რისი საშუალებითაც “გირჩი” ციფრულ ფულს გამოიმუშავებს ანუ თქვენ კომპიუტერით გვაფინანსებთ.”გირჩი” პირველი კრიპტო პარტია”- აღნიშნავს ჰერმან საბო ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....