ახალი ამბები მთავარი სამართალი

აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დაიწყო

აზერბაიჯანში, ბალაქანის რაიონულ სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხტარლის საქმის განხილვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა სოციალურ ქსელ facebook-ზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.

იტვირთბა....