aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“შესაძლოა მერაბიშვილს სხვა ბრალიც წაუყენონ”: უმრავლესობის წევრი ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მერაბიშვილისთვის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა და ღამე მთავრდებოდა სისხლიანი ხელებით.

“ეს იყო მისი ყოველი სამუშაო დღე, ამ ადამიანს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, არ გამოვრიცხავ, სხვა ბრალიც წაუყენონ”, – როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, მერაბიშვილი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე.

„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. სტრასბურგის გადაწყვეტილება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს იმ სასჯელის დინებაზე, რომელიც აქვს ვანო მერაბიშვილს შეფარდებული, ასევე იმ ბრალდებაზე, რომლიც არის მის მიმართ. მომავალშიც ალბათ მოხდება სხვა საქმეების წარდგენა, რადგან სულ მუშაობს გამოძიება იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც აკეთებდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ მისი დაკავება და წინასწარ პატიმრობაში მიცემა იყო კანონიერი და საერთოდ არ მოიცავდა იმ მოტივაციას, რომ ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან, ეს არის შავით თეთრზე დაწერილი დოკუმენტში და შესაბამისად, რაც არ უნდა ისაუბრონ მისმა მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე. შესაბამისად, ვინც არ უნდა განაცხადოს და დაწეროს „ტვიტერზე“ ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი, ეს გავლენას ვერ მოახდენს მის სასჯელზე საქართველოში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, რითაც უპასუხა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითებს რომ დაირღვა მე-18 მუხლი. პოლიტიკოსები ინტერპრეტირებენ, რომ ამ მუხლის დარღვევა პოლიტიკურ პატიმრობას ნიშნავს, რის გამოც მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

 

 

იტვირთბა....