aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს”: ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი აცხადებს, საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს მთავრობამ ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

„საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო განაცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს“, – დაწერა დოლმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითებს რომ დაირღვა მე-18 მუხლი. პოლიტიკოსები ინტერპრეტირებენ, რომ ამ მუხლის დარღვევა პოლიტიკურ პატიმრობას ნიშნავს, რის გამოც მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

იტვირთბა....