სოჭში მცხოვრები ინგა თუთისანი, რომელიც რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქართველოში გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინების გამო გაასამართლეს, გათავისუფლდა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან საქართველოში მოკლეტექსტური შეტყობინება გააგზავნა, რომელშიც რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ წერდა. ამის შესახებ თუთისანის ადვიოკატმა ივან პავლოვმა განაცხადა.
კრასნოდარის საოლქო სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ კი ნოემბერში მას სასჯელი 4 წლითა და ერთ თვემდე ვადით შეუმცირა.
თუთისანის დაცვის მხრის განცხადებით, ახლა ის უკვე სახლში იმყოფება.
დაცვის მხარის განცხადებით, მსგავსი ბრალდებით სულ ოთხი ქალი იყო დაპატიმრებული, რომლებმაც საქართველოსკენ სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი გემებისა და მატარებლების მოძრაობის შესახებ, საქართველოში აცნობეს.ოქსანა სევასტიდი, ანიკ კესიანი და მარინა ჯანჯღავა ვლადიმერ პუტინმა უკვე შეიწყალა.