aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაგვიწყია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ძეგლებისთვის პირბადის გაკეთების ფაქტზე განცხადებას აკეთებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. უწყების ინფორმაციით,  სამინისტროში  სამი მოქალაქის წერილი შევიდა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.

აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. თუმცა შესწავლის შემდეგ, დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს,  თბილისში მდებარე ძეგლების ნაწილს პირბადეები გაუკეთეს. უცნობია ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და რა გზავნილი აქვთ მათ, თუმცა მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ავტორები ამ ჟესტით თბილისში ჰაერის დაბინძურებას უსვამენ ხაზს.

იტვირთბა....