ესპანური გამოცემა Periodico-ს ინფორმაციით, კატალონიაში დღეს ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო და პოლიციელებმა ბარსელონაში რამდენიმე სახლი გაჩხრიკა. გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ასევე მადრიდში მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია 16 პირი. გამოცემის ცნობით, ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც ოპერაცია მიმდინარეობს, ფულის გათეთრებასთან არის კავშირში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ესპანეთში მიმდინარე სპეცოპერაციაზე განცხადებას აკეთებენ. უწყების ინფორმაციით, ესპანეთში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩართულია ქართული მხარეც.
უწყებაში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია ჯერ დასრულებული არ არის და დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დაკავებულთა რაოდენობის შესახებ, მოგვიანებით გაავრცელებენ.