ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას დიდი ყურადღება მიექცევა”

თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას დიდი ყურადღება მიექცევა და ეს განსაკუთრებით სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. მისი თქმით, ყველა დარღვევას მერიის მხრიდან საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ქალაქის მერი ამბობს, რომ მისთვის მოქალაქეების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია.

“ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოყვება სამშენებლო წესების დარღვევას”, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ასევე დიდი ყურადღება მიექცევა უკანონო, უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობების საკითხსაც.

 

იტვირთბა....