ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: იმ კომპანიებთან, რომლებმაც ხეები მოაასფალტეს, მომავალში ვეღარ ვითანამშრომლებთ

ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ კომპანიებთან, რომლებმაც ხეები მოაასფალტეს, მომავალში აღარ ითანამშრომლებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერმა ხეების მოასფალტების ფაქტი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ეს შეცდომაა,  სამწუხაროა, ხოლო თუ მიზანმიმართულად გაკეთდა – დიდი უბედურება:

“მე არ ვიცი ამ კომპანიამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა. თუ შეცდომით იყო ეს სამწუხაროა, ხოლო თუ მიზანმიმართულად, კიდევ უფრო დიდი უბედურება. ეს არის ხეების მოასფალტება. ეს რაღაც სიახლეა, მინდა კეთილმოწყობის სამსახურს, ტრანსპორტის სამსახურს, მინდა მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ”- აღნიშნა კალხა კალაძემ.

იტვირთბა....