ახალი ამბები მთავარი

შსს–ს დაცვის პოლიციის ახალ უფროსად კალაძის მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

შსს–ს დაცვის პოლიციის ახალ უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის მერის კახა კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

უწყების ვებგვერდზე ინფორმაცია ნიკოლეიშვილის დანიშვნის შესახებ უკვე განთავსდა. ის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას 27 ნოემბრიდან შეუდგა.

კახა კალაძემ გიგა ნიკოლეიშვილი მერის მოადგილედ 13 ნოემბერს წარადგინა. ნიკოლეიშვილი მანამდე დავით ნარმანიას მოადგილეც იყო, მას ეს თანამდებობა 2016 წლიდან ეკავა.

იტვირთბა....