ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაციაში თურქული სპეცრაზმიც მონაწილეობდა

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში, თურქეთის სპეცრაზმის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, თურქი სპეცრაზმელები სპეცოპერაციაში მას შემდეგ ჩაერთვნენ, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქართველი სპეცრაზმელი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, სწორედ თურქ სამართალდამცველებთან ერთად განხორციელდა ბოლო რამდენიმე შტურმი და ერთიანი ძალებით ტერორისტების ლიკვიდირება მოხდა.

21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....