ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მე ჩატაევს პირადად ვიცნობდი… ხაზგასმით ვიტყვი, ეს ის არ არის”

დღის წესრიგში ისევ დგას ახმეტ ჩატაევის საკითხი – არის თუ არა ის ლიკვიდირებულთა შორის? ტელეკომპანია “პირველის” ეთერში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თავისი მოსაზრება გამოთქვა. უნდა აღინიშნოს, რომ ის საკმაოდ აქტიურად, წლების განმავლობაში მუშაობდა პანკისის ხეობაში და როგორც თავად ამბობს პირადად იცნობს მას.

“ვახტანგ გომელაურმა გუშინ განაცხადა ასეთი რამ, რომ ლიკვიდირებულთა შორის შესაძლოა იყოს ახმეტ ჩატაევი, ეს ინფორმაცია არის ნამდვილად რეალური, რომ შესაძლოა ჩატაევი იყოს ლიკვიდირებულთა შორის. თუმცა, მე ვნახე ორი ტელეკომპანიის მიერ გაკეთებული სიუჟეტი, რა თქმა უნდა მე ამ სიუჟეტების განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ ვიტყვი ფქტებს… ერთ-ერთ სიუჟეტში ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გარბის ადამიანი კოჭლობით და მას ესვრიან და დიდი ალბათობით ის კვდება… და ამაზე იყო ხაზგასმა, რომ თითქოს ეს არის ჩატაევი. მე მას ვიცნობ პირადად, კარგად ვიცი მისი ფიზიკური მონაცემები, შემდგომ ამ გარდაცვლილი პირის ასახვა მოგვიანებით მოხდა უკვე ფოტოზე, მას აცვია ლურჯი ჯინსი და წითელი ბოტასები… მე ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირი ნამდვილად არ არის ჩატაევი, ისევე როგორ მეორეზე, რომელიც გუშინ გავრცელდა” – ამბობს მთივლიშვილი.

შეგახსენებთ, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არიან ლიკვიდირებული სპეცოპერაციის დროს.

21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....