„არ ყოფილა გაცვლა, გათავისუფლდა,“ – ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ახლა გაცვლაზე არ არის საუბარი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის მთლიანად ამ პროცესის ნაწილი… წინა შემთხვევებშიც, აფხაზური მხარე ძალიან აქტიურად მუშაობდა და ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ მათი პოზიტიური როლი პროცესში,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიუნაშვილი უკანასკნელ აფხაზ მეომარში გადაცვალეს, რომელიც ქართულ ციხეში იჯდა. რაზეც ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ გაცვლა არ მომხდარა.
ცხინვალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი გიუნაშვილი გუშინ გაათავისუფლეს. ის 2016 წელს ოკუპირებულ დისევში დააკავეს და დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.