ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი კერძო პირია და ის არ არის მაღალი დონის დისკუსიების განხილვის საგანი”

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კერძო პირი და ის არ არის მაღალი დონის დისკუსიების განხილვის საგანი. მისი თქმით, შესაბამისად ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების განხილვის საგანი. ელჩი ამბობს, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ აქტიურობას  უკრაინაში ჩვეულებრივად განაგრძობს, თუმცა საზოგადოებაში არც თუ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ის ახლა არის კერძო პირი უკრაინაში და ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების განხილვის საგანი. ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, არც უკრაინაში, არც – საქართველოში. თუ გაქვთ კითხვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, თვითონ მას ჰკითხეთ, მე არა. ჩვენ ვერ ვხედავთ პრობლემას, ის აგრძელებს უკრაინაში ყოფნას, პოლიტიკურ აქტიურობას, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არც ძალიან პოპულარულია“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

იტვირთბა....