საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით კი გიორგი კვირიკაშვილი და ვლადიმერ გროისმანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგი ეწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს წეროვანში, ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში.
ხვალ კი უკრაინელი სტუმარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე.