ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი ქეთევან ციხელაშვილმა მოინახულა

გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გატარებული წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გიორგი გიუნაშვილი მოინახულა.

“ჩვენ სხვადასხვა ფორმატში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, და ძალიან სასიახარულოა, რომ შედეგი სახეზეა და გიუნაშვილი ოჯახს დაუბრუნდა. ბოლო წლებში გვქონდა არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა. პოზიტიური გამოცდილება როგორც ქართულ-ოსური, ისე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ამ მხრივ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს როგორც ოსებთან ისე აფხაზებთან. 2013 წლიდან სისტემატურად ხდებოდა პატიმრების გათავისუფლება, რაც სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება. კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დადებითად აისახება ადამიანებზე. იმედი მაქვს ამ პოზიტიური გამოცდილებით კიდევ არაერთ პრობლემას მოვაგვარებთ”, – აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს. მას ტერორისტულ-დივერსიულ საქმიანობაში ედებოდა ბრალი.

ფოტო: ანა შეპკინა

იტვირთბა....