ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიორგი გახარია: არსებობს სერიოზული ეჭვი საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირების

გიორგი გახარია სუს-ის ხელმძღვანელის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სპეცოპერაციის ძიებისა და ლიკვიდირებულთა ექსპერტიზის საქმეში, შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურები არიან ჩართულნი.

“ახალ აქ ჩართული იქნება ყველა, ვინც შეძლებს, რომ დაგვეხმაროს. ყველას კარგად გვესმის, რომ აქ არსებობს სერიოზული ეჭვი კავშირების საერთაშორისო ტერორიზმთან,” – აღნიშნა შს მინისტრმა.

შეაგხსენებთ, რომ ვახტანგ გომელაურის თქმით, არსებობს ეჭვი რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი, საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევია. მისივე განცხადებით, საქმის ძიებაში აშშ-ს შესაბამისი სამსახურები არიან ჩართულნი.

იტვირთბა....