ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დივერსიული საქმიანობისთვის დაკავებული გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს. ის ქართულ მხარეს გადასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს. როგორც ოსური მედია წერს, გიუნაშვილის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ აფხაზი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიუნაშვილი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმმა მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში დასდო ბრალი და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.