ქუთაისი-ტყიბულის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
დაშავდა მიკროავტობუსში მსხდომი 8 ადამიანი და “მერსედესის” ავტომანქანის მძღოლი. ყველა მათგანი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვიდი ადამიანი უკვე გაწერეს, ორი კი ქუთაისის საავადმყოფოში განაგრობს მკურნალობას.