ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს.

ტაძარში უკვე შეიკრიბნენ სპეცრაზმელის ოჯახის წევრები. ივანე გოლაშვილს ქაშუეთის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მოქმედი კანონმდებლობით, მის ოჯახს ერთჯერადად 100000, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.

41 წლის სპეცრაზმელი კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას თავის არეში დაიჭრა. კლინიკაში მიყვანისას მას ქალატვინის მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ივანე გოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

იტვირთბა....