ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქის მოსაყდრე სამების ტაძარში წირვას აღავლენს

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღავლენს. წირვის შემდეგ მეუფე შიო იქადაგებს.

ეს არის მიტროპოლიტ შიოს პირველი წირვა მოსაყდრედ დასახელების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო 23 ნოემბერს დაასახელა.

იტვირთბა....