ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: დავალიანება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანზე აქვს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემების შესახებ საუბრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემები არის ინდიკატორი, თუ რამდენ ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება. სამწუხაროდ, დიდი ციფრია, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია ამ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაოდენობის შემცირების ტენდენცია მოხდეს.

ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მათი შემოსავლები საკმარისი იყოს იმისთვის, რომ სესხის მომსახურება შეძლონ. ამ მექანიზმების შექმნაზეა სწორედ საუბარი. თუ მათ შემოსავლები არ აძლევთ საშუალებას, მოემსახურონ ვალებს, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას”, – აღნიშნა მურთაზ კოკორიამ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ პარლამენტში შეტანილი აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სესხის გაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს.

იტვირთბა....