სოფელ ოკამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 20-მდე მგზავრი დაშავდა.
ერთ-ერთ მიკროავტობუსში მყოფები თბილისში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. დაშავებულები გორის, კასპის და მცხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადააიყვანეს.
კლინიკა “გორმედში” მსუბუქი დაზიანებებით 5 პაციენტი შეიყვანეს- 2 ზრდასრული და 3 მოზარდი. ექიმის თქმით, მათ ძირითადად დაბეჟილობები აღენიშნებათ.
გამოკვლევების შემდეგ ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერეს. ამ დროისათვის ყველა პაციენტი გაწერილია კასპის საავადმყოფოდანაც. ერთ-ერთი დაშავებული მასწავლებელი კი თბილისში გადაიყვანეს.