ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი სავარაუდოდ, სუხო დუდაევია

ტერორიზმში ბრალდებული პირის ვინაობას ყველა ძალოვანი უწყება ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავს. ცნობილია მხოლოდ ინიციალები, ს.დ.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი სუხო დუდაევია. დუდაევის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებდა, ის ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

მოსამართლემ დღევანდელ გასაიდუმლოებული პროცესზე ტერორიზმში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს მხოლოდ მოსამართლე, სასამარტლოს სამი მანდატური, პროკურორი და ადვოკატი ესწრებოდნენ.

მანდატურები პირადი საუბრებში ამბობენ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს სასამართლოს დარბაზში ბრალდებული ალყაში ჰყავდა მოქცეული.

პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მხოლოდ ის დააზუსტა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და მეტის თქმის უფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აძლევს.

იტვირთბა....