ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს წარმატებაზე არის სრული თანხვედრა და კონსენსუსი”: პრემიერი დეკლარაციაზე

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა.

სამიტის შედეგებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აჯამებს.

“ჩვენ ახლა გადასადგმელი გვაქვს შემდეგი, გაცილებით ამბიციური ნაბიჯები და რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას. 2020-თვის წარმოდგენილი გვაქვს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ. ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე იმისათვის, რომ როდესაც გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის, ამ მომენტისთვის საქართველო მზად იყოს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანას ვახორციელებთ.

დეკლარაციაში აღნიშნულია მხარდაჭერა ევროპული მისწრაფებების, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღმოსავლეთ პარტნიორობაში არის სხვადასხვა ქვეყანა, ყველას აქვს თავისი სისწრაფე, თავისი ამბიციები.

საქართველოს წარმატებაზე არის სრული თანხვედრა და სრული კონსენსუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ევროპაში იქნება მზაობა, რომ გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

იტვირთბა....