ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: კონსულტაციების საფუძველზე კრიზისების მართვის სააგენტოს ნაცვლად ახალი სისტემა შეიქმნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შემდეგ, ახალი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ სისტემამ კრიზისებთან დაკავშირებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ჩვენ გვექნება თანამშრომლობა აღმასრულებელ ორგანოსთან, მთავრობასთან და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე, ჩამოყალიბდება ახალი სისტემა, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისებთან. ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს ეფექტიანობასთან დაკავშირებით, კითხვები არსებობდა.

“იყო კითხვები კრიზისების მართვის საბჭოსთან დაკავშირებით, მათ შორის, ეფექტიანობის კუთხით და ამიტომაც დადგა დღის წესრიგში რეფორმირების საკითხი. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და რეფორმირება უნდა მოხდეს ამ სისტემის“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....