ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვედეთის ეკლესიის ინიციატივა: ღმერთის სახელს გენდერულად ნეიტრალურად გამოიყენებენ

შვედეთის ლუთერანული ეკლესია, ღმერთთან მიმართებით გენდერულად ნეიტრალური შესატყვისების გამოყენების ინიციატივით გამოვიდა.

ინიციატივა გულისხმობს, მღდვლებს სიტყვა “Lord-ის”(უფალი) და მამრობითი სქესის და ნაცვალსახელი “HE” (ის/კაცი)-ის გამოყენებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. უპირატესობა მხოლოდ სიტყვა “ღმერთს” მიენიჭა.

რეკომენდაცია 23 ნოემბერს მიიღეს და ძალაში 2018 წლის 20 მაისს შევა.

არქიეპისკოპოსმა ანტე იაკელენმა განაცხადა, რომ შვედური ეკლესიის გენდერულ ნეტრალურ ენაზე გადაყვანას, ჯერ კიდევ 1986 წლიდან განიხილავენ. “თეოლოგიიდან გამომდინარე, ღმერთი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი გენდერული დაყოფა. ღმერთი – ადამიანი არ არის”, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა.

შვედეთში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 6 მილიონი საკუთარ თავს ლუთერანულ ეკლესიას მიაკუთვნებს. ეკლესიას ქალი არქიეპისკოპოსო ანტე იაკელენი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

იტვირთბა....