მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს. ინტენსიური თოვა შუახევის, ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში ამ დროსაც გრძლედება. თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ხულოში 7 სოფლის 1000-მდე აბონენტი. შუახევში 12 სოფლის 2000-ზე მეტი, ხოლო ქედაში 17 სოფლის 3000 აბონენტი.