ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ესტონეთის პრეზიდენტი: “რასაც საქართველო აკეთებს აღტაცებას იწვევს”

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველოზე და მის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაზე ისაუბრა, როცა ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ის, რასაც საქართველო აკეთებს და ახორციელებს, აღტაცებას იწვევს. ისტორია აჩვენებს, რომ გამოჩნდება შესაძლებლობათა ფანჯარა. ჩვენ არ ვიცით, ეს ფანჯარა როდის გაიღება. ეს შეიძლება მოხდეს ადრე ან გვიან, მაგრამ როდესაც ეს მომენტი დადგება, საქართველო ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით წინ იყოს. ამასობაში კი, სანამ ეს მომენტი დადგება, თქვენ უკეთეს ქვეყანას მიიღებთ“, – განაცხა კერსტი კალიულაიდიმ.

იტვირთბა....