ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს, რომელიც დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს.
ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“2017 წლის 21 ნოემბრს დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.