თელავივის აეროპორტში უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
იყალთოს თემის ყოფილი დეპუტატი კახაბერ ენუქაშვილს და მისი მეუღლეს ქვეყანაში შესვლაზე უარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს. როგორც მათი მეგობარი აცხადებს, ცოლ-ქმარი ცუდ პირობებშია, არ აწვდიან საჭმელს და მედიკამენტებს და არ შეახვედრეს ადვოკატს:
“ყოველგვარი ბრალის გარეშე ადამიანს ეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ ისრაელის ტერიტრიაზე. აგზავნიან ციხეში, დააცილეს თავის ცოლს, საჭმელს არ აჭმევენ, სასმელს არ აძლევენ, ტელეფონები ჩამოართვეს, ადგილობრივებს თხოვა დამარეკინეთო, დარეკა ჩემთან და სიტუაცია ამიხსნა. საშინელ მდგომარეობაშია, ელჩი მოითხოვა, არ მიუშვეს თუ არ მივიდა, არ ვიცი რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა. ასეთი სიტუაციაა უკვე ერთი წელიწადია საქართველოს მოქალაქეებზე,“ – აცხადებს აეროპორტში დაკავებული ცოლ-ქმრის მეგობარი აარონ მაგენი.