დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება.
ინფორმაციას 1tv გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით წერს.
შეხვედრა ბრიუსელში, საღამოს არის დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ასევე, შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მეხუთე სამიტი 24 ნოემბერს დაიწყება. სამიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე 6 ქვეყნის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.